Logo

გიორგი აბაშიშვილი – საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

პოლიტიკა
554
Frontnews image description

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პროცენტით შესრულდა.

“საქართველოს ეკონომიკა მარტში 9 პროცენტით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3 პროცენტით გაიზარდა,

მხოლოდ ფაქტები რეალობისა და მითების განსასხვავებლად:

მითი:
საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა – 3.4 პროცენტი იქნება
რეალობა:
საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა (I კვარტალი)
IMF, WB, EBRD, ADB – საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5.5-6 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ
მითი
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაფიქსირდება – 1 აშშ დოლარი = 3.1 ლარს
რეალობა
1 აშშ დოლარი = 2.75 ლარს
მითი
სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი 1.3 – 1.6 მილიარდი დოლარი იქნება
რეალობა
სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1 პროცენტით შესრულდა (I კვარტალი)“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები