გიორგი ახობაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ახობაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გიორგი ახობაძის მიერ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს თავდამსხმელების ამოცნობას.
ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მისი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება გრძელდება.
შსს ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისთვის", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
გიორგი ახობაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


