Logo

გიორგი ამილახვარი – ამ საქმეს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ “ექიმი დოტის მასაჟების საქმე”

პოლიტიკა
1022
Frontnews image description

ეს არ არის „პიჯაკების საქმე“, ამ საქმეს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ მასაჟების საქმე, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

 

“ამ საქმეს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ სახელმწიფო ფულით ოჯახის წევრების განათლების დაფინანსების საქმე. შეგვიძლია დავარქვათ „ექიმი დოტის მასაჟების საქმე“. ასეთი ფაქტებისგან შედგება ეს საქმე და რატომღაც ეძახიან „პიჯაკების საქმეს“. ეს არის რეალობა, რომლის გამოც სააკაშვილს მოუწევს თავის მართლება როგორც პროკურატურის ასევე სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები