გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. უკლებლივ ყველა პატარა იმსახურებს მშვიდ, უზრუნველ, ლაღ და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და თითოეული მათგანისთვის სათანადო პირობების შექმნა.
პირადად მე, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანაბრადხელმისაწვდომი, ჯანსაღი და მშვიდი საგანმანათლებლო გარემო, რადგან ჩვენი შვილების განათლება და განვითარება არის თავისუფალი, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს შენების უმთავრესი წინაპირობა.
სწორედ ამ მიზნით, ვაგრძელებთ არაერთი პროექტისა და ინიციატივის განხორციელებას. მჯერა, ერთობლივი ძალებით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგებს და ახალი თაობა საქართველოსთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება.
ბავშვებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს – ყველას, ვინც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და საინტერესო ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, – აცხადებს ამილახვარი.
თაგები:
გიორგი ამილახვარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს