გიორგი ბაჩიაშვილი - ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან


ავტორი
Front News საქართველო
ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან. მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, წლების წინ შეძენილი ქონების გამო, მისი მშობლები სამართალდამრღვევებად გამოიყვანეს.
"ჩემი საქციელი იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით, ეს დადასტურდა ჩემი წამების შესაბამისად. მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავის მიმართ ზიანი ამერიდებინა.
ის, რომ ეს ჩემ მიმართ შურისძიებაა, გუშინ დადასტურდა. ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, თურმე ფულის გათეთრების სქემაა, 75 წლის მამა, 66 წლის დედა - თვალის ექიმი გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად, ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.
ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.
მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამ წუთებში კი გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს