Logo

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

სამართალი
248
Frontnews image description

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. 

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით განახორციელა.

ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement