გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ავტორი
Front News საქართველო
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
4 წელი და 6 თვე მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც, რომელმაც ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა.
გიორგი ბაჩიაშვილმა 4 მარტს ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თავისუფლების 11 წლით აღკვეთას მიუსჯიდნენ.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი




