გიორგი ბარამიძე დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს.
პროკურატურის წარმომადგენლები გიორგი ბარამიძის სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
დაკავება სავარაუდოდ, უკავშირდება გამოძიებას, რომელიც სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.
გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
თაგები:
გიორგი ბარამიძე




