გიორგი ბარამიძე – ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც აერთიანებს უამრავ ადამიანს და ამ იდეას რუსეთი ივანიშვილის ხელით ვერ გაანადგურებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“არ არის გასაკვირი, რომ კრიმინალური რეჟიმი ჩვენი პარტიის საქმეებში ხელს აფათურებდეს და ეს კი არა, ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდნენ ივანიშვილმა ის კი არ თქვა, რომ ქართველ ხალხს რამეს გაუკეთებდა, არამედ ის, რომ გაანადგურებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. მთელი ეს წლები ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, მაგრამ ვერ გაანადგურებენ, რადგან ეს არის იდეა, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად. გამთლიანებული, დემოკრატიული, ქართული, ევროპული სახელმწიფო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებული, განათლებული და პროგრესული სახელმწიფოს იდეა, ეს არის ის იდეა, რასაც ემსახურება ჩვენი პარტია და მიხეილ სააკაშვილი, ამ იდეის ირგვლივ ვართ ჩვენ შეკრებილები და ამ იდეას რუსეთი ვერ გაანადგურებს და ვერც რუსეთის მეხუთე კოლონა “ქართული ოცნების” სახით”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს