
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობა" 30 ივლისს, 15:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.
"ხვალ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა. პარტიის ყრილობა პირველად შედგება ხალხის მიერ უშუალოდ შემოწირული ფულით. პარტია, ძირითადად, ამით კი არსებობდა, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, რომ ზოგმა 5 და 10 ლარი გადმოგვირიცხა და ეს ძალიან დიდ ენთუზიაზმს გვმატებს, ეს უდიდესი რამაა და ისაა, საითკენაც მიდის მიშას ინიციატივა, რომ სწორედ ხალხისგან იყოს დაფინანსებული პარტია", - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.
სხდომაზე ყრილობის თარიღი განისაზღვრება, ყრილობაზე კი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
როგორც უკვე ცნობილია, დღის წესრიგში იქნება ყრილობის გამართვის საკითხი და დელეგატების მოწვევის წესი.
პარტიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც მის წევრებს და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ პირებს, უფლებამოსილების ორწლიანი ვადა, პარტიის წესდებით, მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს