
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა გიორგი ბოლოთაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ოპერატიული ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლისა და თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიები.
ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროები წარმოადგენენ ძირითად საკომუნიკაციო არხს ინტერპოლს და მისი 196 წევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის. აღნიშნული სტრუქტურები უნიკალურ როლს ასრულებენ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს