გიორგი ბოტკოველი - 4 ოქტომბერს ხალხის სიმრავლე განაპირობებს ხალხის პოზიციას და ე.წ. ხელისუფლების უკან დახევას


ავტორი
Front News საქართველო
“4 ოქტომბერს ხალხის სიმრავლე განაპირობებს ხალხის პოზიციას და ხალხის სიმრავლე განაპირობებს ე.წ. ხელისუფლების უკან დახევას, რომელიც ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს ხელისუფლება”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
“ეს უკვე ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობაა, როდესაც ამდენი ადამიანი არის აქციაზე. ალბათ, იმ წინა აქციებს აკლდა ის, რომ იმდენი ადამიანი არ იყო, რამდენი ადამიანიც იქნება 4 ოქტომბერს, ამიტომ ხალხის სიმრავლე განაპირობებს ხალხის პოზიციას და ხალხის სიმრავლე განაპირობებს ე.წ. ხელისუფლების უკან დახევას, რომელიც არასამართლიანად, არაფორმალურად, ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს ხელისუფლება და ხელს უწყობს ამით რუსულ რეჟიმს.
სამართალდამცავმა უნდა იცოდეს, რომ მისი უკანონო ბრძანების შესრულება იქნება არასამართლიანი საქციელი და ყველას თუ მოუწოდებენ, რომ დაიცვან წესრიგი, ასევე სამართალდამცველებს მოვუწოდებთ ჩვენ, რომ დაიცვან კანონი და ადამიანის უფლებები და არ იძალადონ ადამიანებზე, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს