Logo

გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ნადირაძე და სხვა პატიმრები არიან პატრიოტები, მათი ერთადერთი მიზანი ქვეყნის დახსნაა რეჟიმისგან

პოლიტიკა
279
Frontnews image description

"ირაკლი ნადირაძე და სხვა პატიმრები არიან პატრიოტები. მათი ერთადერთი მიზანი ქვეყნის დახსნაა რეჟიმისგან, რომელიც ყოველდღე უკარგავს საქართველოს სუვერენიტეტს. ახლა არ არის ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო!" - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.

“მე მინდა დავიწყო იმით, რომ არავისგან არავისზე თითის გაშვერის დრო არ არის და ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთმა ადამიანმა, ან ათმა ადამიანმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი, ჩვენ გვაქვს ეს გარემოება უკვე ქვეყანაში, ამიტომ ის, რომ გუშინ ბევრი ხალხი იყო იქ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ, არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გაეტარებინა ყველა ის პროცესი, რომელსაც ითხოვდა ხალხი და ითხოვს უკვე სამას დღეზე მეტია, ამიტომ სოლიდარობა, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მთავარი არის ერთი რამე, რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვკარგავთ ძალიან ძვირფას დროს, ჩვენს სახელმწიფოს ამაზე მეტი, ამაზე უარესი გაუვლია, მაგრამ ახლა ვკარგავთ დროს, კარგავენ ის ადამიანები, ვინც დღეს პატიმრობაშია და ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი გადაწყვიტოს თვითონ. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ჩემი მოტივი იქ ყოფნისა იყო ის, რაც იყო 13 წლის განმავლობაში, ვმდგარიყავი იმ აქციებზე, რომელი აქციებიც აპროტესტებდა იმ მმართველობას, რომელიც მმართველობაც დღეს ქვეყანას აქვს. მე ვიდექი ჩემს შვილებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემი მეგობრის შვილებთან ერთად და ჩვენი მთავარი იარაღი გუშინ სწორედაც იყო საქართველოს დროშა, ვიცავდით საქართველოს დროშას, მაგრამ დღეს ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ის გარემოება და გვაქვს ის ნიშნები ,რომ ე.წ ხელისუფლებას უნდა, რომ გააუქმოს ქართული დროშაც, ქართული გერბიც და ის ყველაფერი, რაც დღეს პატრიოტ ადამიანს დასაცავი აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია, მე არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, სამწუხაროა ის რაც მოხდა, ადამიანები დღეს პატიმრობაში არიან და თითოეული ქართველის პოზიცია უნდა იყოს, რომ პატრიოტული სული მშვიდობიანად დაიცვას საკუთარი ქვეყანა.

რეჟიმისგან ეს ყველაფერი მოსალოდნელია და დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან, ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული ეს ყველაფერი, არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის, მთავარია ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი დაიზღვიოს იმით, რომ მათ შინაგანად ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ მას შეუძლია ქვეყნის გადარჩენა, ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვიმეორებ, თუ გვინდა ერთმა ადამიანმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ ეს რეალობა უკვე გვაქვს ქვეყანაში.

ირაკლი არის ჩემი მეგობარი და ვფიქრობ, რომ ირაკლი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ცუდი განზრახვები ჰქონდა. ირაკლი არის პატრიოტი ადამიანი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც პატიმრობაში არიან, არიან პატრიოტები და ამ ადამიანებს ერთადერთი რამის სურვილი ჰქონდათ და აქვთ იმისა, რომ ქვეყანა დაიხსნან იმ რეჟიმისგან, რომელი რეჟიმიც ყოველდღიურად ქვეყანას უკარგავს სუვერენიტეტს. რაც შეეხება შედეგებს, ხელისუფალია დღეს ე.წ, რომელიც წარმოჩენილია რეჟიმად, ყველაფერზე წამსვლელია, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული თითოეულ ადამიანს და ვფიქრობ, რომ ამან არ უნდა გადაგვაწყვეტინოს ის, რომ ხელები ჩამოვუშვათ და შევწყვიტოთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement