
ავტორი
Front News საქართველო
შემიძლია ვთქვა, რომ ერთობა არის მყარი, მიზანი არის ერთი და მთავარი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი კონკრეტული გეგმა ამ პოლიტიკური ერთობის არის გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა.
"დღეის მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთობა არის მყარი, მიზანი არის ერთი და მთავარი - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება. მთავარი კონკრეტული გეგმა ამ პოლიტიკური ერთობის და სხვა პოლიტიკური ძალების, რომლებიც დღეს შეიძლება არ არიან ამ ერთობაში, მაგრამ მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიზანი ხვალ თუ არა ზეგ ერთი გვექნება და რაღაც საერთო საბრძოლო გზას ვნახავთ, არის გამარჯვება და საქართველოს გადარჩენა. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ერთმანეთის მხარდამხარ და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაივლის და აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას.
ეს გეგმა ყველაფერს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ერთობა ვერ იქნება ერთობა, თუ რაღაც მიზნობრივი დაყოფები და ჯგუფები არ იქნებიან, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ სხვადასხვა საკითხზე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს