
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური ძალების მიზანია, რომ ხალხი გამოიყვანოს ამ გაჭირვებიდან და გადაარჩინოს ქვეყანა. სწორედაც ეს განაცხადი - ერთიანობა არის გამარჯვების გეგმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხის ერთობა, როგორც ყოველდღიურად, ისე 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე.
"ნებისმიერ მაღაზიაში შედით, ყველაფერი ძვირდება. ხელისუფლების მიზანია ხალხის მაქსიმალურად გაღარიბება. პოლიტიკური ძალების მიზანია, რომ ხალხი გამოიყვანოს ამ გაჭირვებიდან და გადაარჩინოს ქვეყანა. სწორედაც ეს განაცხადი - ერთიანობა არის გამარჯვების გეგმა.
მთავარი კონკრეტული გეგმა ამ პოლიტიკური ერთობის და სხვა პოლიტიკური ძალების, რომლებიც დღეს შეიძლება არ არიან ამ ერთობაში, მაგრამ მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიზანი ხვალ თუ არა ზეგ ერთი გვექნება და რაღაც საერთო საბრძოლო გზას ვნახავთ, არის გამარჯვება და საქართველოს გადარჩენა. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ერთმანეთის მხარდამხარ და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაივლის და აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის და 26 მაისი იქნება მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ოპოზიციური ალიანსის განცხადებით, იწყება ეროვნული მობილიზაციის კამპანია, რომლის კულმინაცია იქნება 26 მაისს დედაქალაქში, სადაც აქცია გაიმართება.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს