Logo

გიორგი ბურჯანაძე - პატიმრების რაოდენობის ნაწილში საქართველო ევროპის საბჭოს მასშტაბით პირველ ადგილზეა

პოლიტიკა
175
Frontnews image description

პატიმრების რაოდენობის ნაწილში საქართველო ევროპის საბჭოს მასშტაბით პირველ ადგილზეა, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მონაცემებით, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა პატიმრებისა და პრობაციონერთა ჯამური რაოდენობით.

"ევროსაბჭოს ფარგლებში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც აღწერილია სტატისტიკური ინფორმაცია ევროპის საბჭოს მასშტაბით პრობაციონერთა რაოდენობის შესახებ. ამ კვლევის მიხედვით ასი ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება პრობაციონერთა რაოდენობით. ერთი შეხედვით, ეს რიცხვი 22 ათასია, მაგრამ ასი ათას მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ მაღალი გამოდის. ასევე, წარმოდგენილია ამ კვლევაში პატიმრების რაოდენობა, ამ ნაწილში საქართველო ევროპის საბჭოს მასშტაბით პირველ ადგილზეა", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

Advertisement