Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ რამე დათმობებზე წავლენ, თუ ფინანსური კუთხით დასავლეთის ზეწოლა არ გაიზარდა

პოლიტიკა
328
Frontnews image description

"ქართული ოცნების" მხრიდან, ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ისინი ამ დროში რამე დათმობებზე წავლენ, ცხადია, თუ დასავლეთის ზეწოლა არ გაიზარდა ფინანსური კუთხით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" უნდა შექმნას დემოკრატიული ღირებულებები.

"ქართულმა ოცნებამ" უნდა დაადასტუროს სანდოობა, რომ მას კვლავაც ენდობა დასავლეთი, რომ ის არის დემოკრატი ხელისუფალი. ამისთვის "ქართულ ოცნებას" უამრავი რაღაც აქვს გასაკეთებელი, უპირველეს ყოვლისა, რუსული კანონების გაჩერება, რაც მათ დაიწყეს აღასრულებენ. პოლიტიკური პატიმრები აღარ უნდა გვყავდეს ქვეყანაში და არ უნდა დევნიდნენ ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა წინააღმდეგაც დევნა გააძლიერეს და გააორმაგეს იმ დღეების რაოდენობაც, სადაც მათ წინააღმდეგ პროცესები იყო დანიშნული ლიდერების წინააღმდეგ, ამიტომ, "ქართული ოცნების" მხრიდან, ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ისინი ამ დროში რამე დათმობებზე წავლენ, ცხადია, თუ დასავლეთის ზეწოლა არ გაიზარდა ფინანსური კუთხით", -  განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები