Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - დღეს თუ პოლონეთმა სამუშაო ვიზების დაწესება მოსთხოვა ქართველებს, ხვალ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას

პოლიტიკა
169
Frontnews
გიორგი ბუტიკაშვილი - დღეს თუ პოლონეთმა სამუშაო ვიზების დაწესება მოსთხოვა ქართველებს, ხვალ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას

ეს არის განგრძობითი პროცესი და არის იმის დამსახურება, რასაც ბოლო ორი წელია “ქართული ოცნება” აკეთებს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

"ამ ყველაფერზე პასუხი პოლონეთს ჰქონდა დღეს, ხვალ ექნება გერმანიას, ზეგ ექნება საფრანგეთს. ეს არის განგრძობითი პროცესი და არის იმის დამსახურება, რასაც ბოლო ორი წელია “ქართული ოცნება” აკეთებს.

საქართველოში ქართველს აღარ დაედგომება და ამის ლუსტრაციაა, რასაც ვუყურებთ. დღეს თუ პოლონეთმა სამუშაო ვიზების დაწესება მოსთხოვა ქართველებს, ხვალ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები