გიორგი ბუტიკაშვილი - "ქართული ოცნება" ქვეყანას ამზადებს რუსეთისთვის ოფიციალურად გადასაცემად


ავტორი
Front News საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" აირჩია რუსეთის გზა, ის მიჰყვება რუსულ გზას და ქვეყანას ამზადებს რუსეთისთვის ოფიციალურად გადასაცემად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამისათვის ისინი საზოგადოებას ჯერ ნარატიულად ამზადებენ.
"კვლევებმა აჩვენა, რომ "დიფ სთეითის" სჯერა თავად "ქოცების" ამომრჩევლის 30%-ს. თავის ამომრჩეველზეც ვერ მუშაობს "ოცნება" იმიტომ, რომ არ არსებობს ამის ფაქტი, რომ დაადასტურო, ვიზუალიზაციაა საჭირო და ამას ვერ ქმნიან, ვერ ადასტურებენ. როდესაც კოლექტიურად საუბრობ, ეს აღარ არის დამაჯერებელი.
"ქართულმა ოცნებამ" აირჩია რუსეთის გზა, ის მიჰყვება რუსულ გზას და ქვეყანას ამზადებს რუსეთისთვის ოფიციალურად გადასაცემად - ეს არის მათი გაცხადებული ამბიცია და სურვილი, მაგრამ იმისათვის, რომ ეს აღასრულოს ბიძინამ და გადააბაროს ქვეყანა რუსეთს, გააფორმოს სრული ავტორიტარიზმი, რომელიც იქმნება კრემლთან, საჭიროა ნარატიული მომზადება საზოგადოების, რომ მოუძებნოს ახსნა, თუ რატომ აკეთებს ამას", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს