
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ “რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა”.
მისი თქმით, სამწუხარო ის არის, რომ ამ სამარცხვინო ბრალდებაზე, ბოდიშის მომხდელი არავინაა.
"კამიტის” ე.წ. სკანდალი ჩაგვივარდაო და დიდი აყალმაყალია ნაცებში.
"ქიმიურ მოწამვლად” ცდილობენ გადააკეთონ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, მისგან არაფერი გამოვა.
არ გამიკვირდება, საუკუნის ამ აბსურდული კითხვარის პირველი და უკანასკნელი რესპონდენტი ის "ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” აღმოჩნდეს…
უფრო სერიოზულად კი, საინტერესოა, ყველა ეს ორგანიზაცია რატომ დუმდა 2012 წლამდე, მაშინ, როდესაც საქართველოს ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ არც 2012 წლამდე პატიმრების წამებაზე და არც ამ სამარცხვინო ბრალდებაზე, ამათგან ბოდიშის მომხდელი არავინაა", - წერს ჩაკვეტაძე.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს