გიორგი ჩაკვეტაძე - მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება


ავტორი
Front News საქართველო
მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს".
ჩაკვეტაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ასრულებს და სახელმწიფო შანტაჟს არ ექვემდებარება.
"ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ. მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის. საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება. ათასწლოვანი ერი და სახელმწიფო აქამდე სწორედ ასე მოვიდა. დიდება ჩვენს სამშობლოს!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
გიორგი ჩაკვეტაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს