გიორგი ჩალაძე - მთავარი სათქმელი უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, რომელმაც უნდა გადაიბაროს ხელისუფლება და ჩვენ უნდა დავდგეთ ევროპულ გზაზე

ავტორი
Front News საქართველო
“ვერაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მანტიები ეცვათ, არ ექნებოდა მნიშვნელობა ისინი იქნებოდნენ თუ ხელოვნური ინტელექტი. მთავარი სათქმელი უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, რომელმაც უნდა გადაიბაროს ხელისუფლება და ჩვენ უნდა დავდგეთ ევროპულ გზაზე”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ.
“ძალიან ამაყი ვარ და გახარებული, რომ კიდევ ერთხელ მოხდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ღვაწლის დაფასება და იმის ხსენება, რომ სასამართლო დარბაზები ეთმობა ახალგაზრდა პატრიოტების იმ საპატიმროში შეშვებას და იმ დილეგებში ჩაყრას, სადაც ჩვენ გვყავდა რუსი ჯაშუშები. მე ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ პრეზიდენტი ღვაწლი დაფასებულია იმ ბათუმისთვის, სვანეთისთვის, სიღნაღისთვის და სხვა ბევრი რამისთვის რაც მას გაუკეთებია. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპის მასპინძელი ბათუმში, თავისი ლურჯი ელექტრომობილით მასპინძლობდა და ესენი ცდილობენ დონალდ ტრამპამდე მივიდნენ და ერთი ფოტო მაინც გადაიღონ, ამის დეკლარაცია იყო დღეს.
სინამდვილეში დღევანდელი დღე არის ქართული სულისთვის, ქართველი ერისთვის საამაყო დღე, რადგან ასე ნათლად ჯერ არავის დაუფიქსირებია პრეზიდენტის ღვაწლი და იმ მმართველობის შესანიშნავი აღიარება, რომელიც დღეს იყო სასამართლოში. მე ვერაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მანტიები ეცვათ, არ ექნებოდა მნიშვნელობა ისინი იქნებოდნენ თუ ხელოვნური ინტელექტი. მთავარი სათქმელი უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, რომელმაც უნდა გადაიბაროს ხელისუფლება და ჩვენ უნდა დავდგეთ იმ გზაზე, რომელზეც დგას მაგალითად მაია სანდუს მოლდოვა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავტეხოთ რუსული ხელისუფლება”, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
თაგები:
გიორგი ჩალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


