გიორგი ჩალაძე – რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადება არის ტყუილი


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადება ტყუილია.
“მინდა ბატონი რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო, დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი, არის სულ 1-საათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებიდან მიღებული დასკვნით, რომ განცხადება რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში.
ბატონო რატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხის ზუსტად ისეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის დაშვება, რომლის ინიციატორია პოლონური მხარე”, – განაცხადა ჩალაძემ.
რატი ბრეგაძის განცხადებით, არც სააკაშვილის, არც ოჯახის მხრიდან მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შესახებ იუსტიციის სამინისტროში განცხადება არ შესულა.
თაგები:
გიორგი ჩალაძე

რატი ბრეგაძე – ჩემი ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო ბატონი არამკითხე მოამბისა კი დადასტურებული ტყუილი

გიორგი ჩალაძე – პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის “ქართული ოცნების“ და ჩვენი სახელმწიფოს კისერზე

გიორგი ვაშაძე – ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკა და კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის ავტორიც არის რუსეთი