გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა დღეს, 23 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას.
"პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა დღეს, 23 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო. პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას!
P.S. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ”, - წერს ეკა წერეთელი.
თაგები:
გიორგი ჩიკვაიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს