გიორგი გაბუნია - BBC „ვრემია" აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას

ავტორი
Front News საქართველო
"ნაცი” პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა კონკრეტულად ბრომბენზილ ციანიდი, - ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, „საზოგადოება ქართული“ ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.
გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით BBC-მ გააკეთა სიუჟეტი, რის გასამყარებლადაც მათ საქართველოში მოქმედ ენჯეო აგენტურა გამოიყენეს.
“ნაცი პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა კონკრეტულად ბრომბენზილ ციანიდი.
ნაცი ჩახუნაშვილის "სამეცნიერო" კვლევაზე დაყრდნობით კი BBC "ვრემია" აკეთებდა სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას. სიუჟეტში განხილული ჭორის გასამყარებლად BBC იყენებს ენჯეო აგენტურის გურუს გიგაურს და კრიმინალ ბაჩიაშვილს..
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ სიუჟეტის საფუძველზე უეცრად ევროკავშირის პრესსპიკერი აკეთებს განცხადებას და ასევე ჰააგის სასამართლოსთან "ლაივ" ჩართვით ჩნდება ანა დოლიძე, საიდანაც აკეთებს განცხადებას..
ამას ჰქვია გამოდით გიცანით..” - წერს გიორგი გაბუნია Facebook-ზე.
თაგები:
გიორგი გაბუნია




