გიორგი გახარია – არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!


ავტორი
Front News საქართველო
“პარტია” საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ტელეკომპანია “იმედს” მიმართავს.
“მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!
ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს