Logo

გიორგი გახარია – ბანკებით სირბილს სჯობს, რომ პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ჩემს ტესტთან დაკავშირებით კი სულ მალე ძალიან საინტერესო ამბებს გაიგებთ

პოლიტიკა
1442
Frontnews image description

“ზოგიერთებმა სამწუხაროდ დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით დაიწყეს სირბილი და ამ ბანკებით სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, გეგმებზე და ასე შემდეგ“ – ასე პასუხობს გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას კახი კალაძის მიერ ნარკოტესტის ჩაბარებაზე.

 

“ერთი რამე იცოდეთ ხალხო, ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არასოდეს არ იმალება. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ბანკებით ვირბინოთ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა დებატებში – მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა დაჯდომა, ან ვერ ვჯდებით, ან არ ვჯდებით. ის კი არა, რომ ჟურნალისტებს ვკითხოთ – ამიხსენი აბა ადამიანურად, რატომ უნდა დაუჯდეს ვიღაცასო. არა, უბრალოდ, მე მოქმედ მერს, ისევე, როგორც ნიკანორ მელიას ვთხოვე – დავჯდეთ პირისპირ დებატებში. იმედი მაქვს, რომ ჩემს ამ შეთავაზებაზე სერიოზულ პასუხს მივიღებ. რაც შეეხება ტესტთან დაკავშირებით, სულ მალე ძალიან საინტერესო ამბებს გაიგებთ’’ – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

Advertisement