გიორგი გახარია ბათუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარია ბათუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს პარტიის პროგრამული ხედვის ეკონომიკური მიმართულებები გააცნო.
საუბარი შეეხო სწრაფ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, საშემოსავლო და მოგების გადასახადის ეტაპობრივად 3-წლიან ვადაში შემცირებას. ასევე საუბარი შეეხო დღგ-ის დიფერენცირებული სისტემის დანერგვას, საკვებ პროდუქციაზე დღეს არსებული დღგ-ის განაკვეთის შემცირებას, რაც წაახალისებს სარესტორნო ინდუსტრიას და გაზრდის მოთხოვნას.
საუბრის დროს ხაზი გაესვა ახალი რეგიონული პოლიტიკის აუცილებლობას, ტურისტულ საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას. უშუალოდ აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის გასავითარებლად დაფინანსების სპეციალური სისტემის დანერგვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, „ჯერ ქართულის“ პრინციპის დანერგვა.
გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე, ახალგაზრდული მდივანი საბა ჯიქიძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიძე, პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე, პარტიის წევრები: ეკატერინე ვეფხვაძე და კახა ცეცხლაძე ესწრებოდნენ.
თაგები:
გიორგი გახარია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა