
ავტორი
Front News საქართველო
სანამ "ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს - ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოს" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
"ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავ ეუთოს ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ დელეგაციებთან, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს გვერდით დგანან.
სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს - ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გაცემული ცარიელი დაპირებებისა და ოკუპანტებისთვის სამარცხვინო ბოდიშის მოხდის შემდეგ, "ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებას შეაგუოს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას, ისე ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას. ეს აღარ არის მხოლოდ უმოქმედობა - ეს არის კოლაბორაციონიზმი.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ჰააგაში ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩემს გუნდთან ერთად, ყველგან, სადაც საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - წერს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს