Logo

გიორგი გახარია – ეს ფასი სისხლით უკვე გადახდილი გვაქვს და არავის არ აქვს იმის უფლება, რომ მთავრობამ ვერ იგრძნოს თავის პასუხისმგებლობა

პოლიტიკა
10.03.2022 / 00:32
Frontnews image description

არავინ  ითხოვდა საქართველოსაგან სანქციებს შეერთებოდა, ჩვეულებრივი პოლიტიკური თანადგომის გამოცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას შეეძლო, –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა

 

მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტოიკური  ცვლილება ხდება და საქართველოს მთავრობა ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს.  

 

“დღეს თვალს ვადევნებთ მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებას. საქართველოს მთავრობას ჰგონია,  თუ აირჩევს სტრატეგიას, რომ ეს არ შეიმჩნიოს, ეს თითოეულ ჩვენგანს არ შეეხება.  ეს შეეხება თითოეულ ჩვენგანს,  ჩვენს შვილებსაც, იმიტომ რომ ამას ექნება აბსოლუტურად გრძელვადიანი ეფექტი. 

 

დღეს ევროპის დედაქალაქებში ყველა აცნობიერებს, რომ  რაც ხდება, არის იმის შედეგი,  რომ 2008 წლის მოვლენებს საკადრისი პასუხი არ გაეცა. ამას ჩვენი პარტნიორები დღეს ღიად ამბობენ, საქართველოში ამის შემჩნევა არავის არ უნდა. 

 

ძალების კონსოლიდირებაა უკრაინის სოლიდარობის ირგვლივ, საქართველო რომელიც არის უმძიმესი რისკების ქვეშ, არის ოკუპირებული ქვეყანა, რა თქმა უნდა,  ყველაფერი უნდა გააკეთოს და უკვე უნდა გაეკეთებინა,  რომ ეს კონსოლიდირება უკრაინის გარშემო ჩვენც გვფარავდეს, იმიტომ რომ ჩვენც ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ჩვენც გამოვიარეთ რუსეთთან ომის 2008 წელს, ეს ფასი სისხლით უკვე გადახდილი გვაქვს და არავის არ აქვს იმის უფლება, რომ მთავრობამ ვერ იგრძნოს თავის პასუხისმგებლობა, დაიმალოს და ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის კიევსაც არ ქონდეს არანაირი მოტივაცია, რომ ამ  კონსოლიდაციამ გადაფაროს და უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

მისი თქმით, საქართველოს გაფუჭებული ურთიერთობა უკრაინასთან, მოლდოვასთან პრაქტიკულად ანულებს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის შესაძლებლობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები