Logo

გიორგი გახარია – იძულებული ვართ “ოცნების” ნამდვილი ღირებულებები, ქვეყნისთვის სისტემური, ფუნდამენტური მიღწევები დავიცვათ “ქართული ოცნების” დღევანდელი ბოსებისგან

პოლიტიკა
25.08.2021 / 21:52
Frontnews image description

გიორგი გახარიამ დღეს აჭარაში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები და ბათუმის მაჟორიტარობისა და სიის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება მძიმე ეპიდვითარების გამო დამსწრეებისა და მხარდამჭერების გარეშე წარიმართა. გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის პოლიტიკური დევნის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე, რომელთა შესახებაც დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას კონკრეტული ფაქტები გააცნო.

 

„პოლიტიკური დევნა რომ მიმდინარეობს უკვე ფაქტია –  უკვე ფაქტები არსებობს იარაღის ჩადების, არსებობს ფაქტები, რომ ოფიციალური პირები -გუბერნატორები, მერები იბარებენ ადამიანებს, ოჯახის წევრებს და ემუქრებიან  თავიანთი მშობლების ან ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნით. არსებობს მაგალითები, როდესაც ემუქრებიან ჩადებით, არსებობს მაგალითები როდესაც ემუქრებიან ბიზნესზე ზეწოლით და კიდევ ბევრ რამეზე – ეს უაღრესად სამწუხარო.  შეხედეთ რა ხდება – იმ დონის უსუსურობამდე მივიდა „ქართული ოცნება“, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დღეს იყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს რასაც იყენებდა 2011-12 წლებში „ნაციონალური მოძრაობა“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა უაღრესად დიდი მიღწევები, ფუნდამენტური მიღწევები – საკუთრების უფლება, მედიათავისუფლება, პენიტენციალური სისტემა და კიდევ ბევრი რამ. ეს არ იყო და არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“  მიღწევა – ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის მიღწევა და დღევანდელი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ბოსი,  მზად არის ამას ხაზი გადაუსვას და შესწიროს სავარძლებში ჯდომას –  რა თმა უნდა ჩვენ ამის უფლება მათ არ უნდა მივცეთ. დღეს ისეთი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ჩვენ პარტია „საქართველოსთვის“ –  მე – გიორგი გახარია იძულებული ვარ „ქართული ოცნების“ ნამდვილი ღირებულებები, ღირსეული ადამიანები, რომლებიც დღესაც იქ არიან და ის მიღწევები – ქვეყნისთვის სისტემური,ფუნდამენტური მიღწევები, დავიცვათ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსებისგან, იმიტომ, რომ ისინი მზად არიან ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვან და დაემსგავსონ ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სავარძლები შეინარჩუნონ“, – აცხადებს გახარია.

Advertisement