გიორგი გახარია – ხელისუფლება რა მეთოდებსაც აპროტესტებდა და უჩიოდა, დღეს იგივეს იყენებს


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას კახეთში ვიზიტს დღეს თან ახლდა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიერ ადევნების, თვალთვალის და მოსახლეობის დაშინების ფაქტები.
“ეს უკვე იმდენად სისტემური გახდა, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებია ამაში ჩართული და მათ შორის, ჩემდა გასაკვირად და ჩემდა გულგასატეხად – ძირითადად ძალოვანი სტრუქტურებია ეს და ეს არის ძალიან სამწუხარო.
დღეს ყარაჯალაში რაც მოხდა… ოფიციალური პირები, ადგილობრივი ადმინისტრაცია, ძალოვნები, გადაკეტილი გზა, ადამიანის დაშინება – გასაკვირი კი არ არის და ვინმეს რამის კი არ ეშინია. უბრალოდ სამწუხაროა. ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები მოიგო და რომლის ძირითადი ლოზუნგიც იყო სამართლიანობა და ადამიანზე ძალადობის არდაშვება და მიუღებლობა – ის ხელისუფლება მივიდა უბრალოდ იმ დონემდე, რომ რა მეთოდებსაც უჩიოდა, რა მეთოდებსაც აპროტესტებდა დღეს იყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, ყველა დონეზე, ადგილობრივ, საერთაშორისო დონეზე და დღეს იგივეს აკეთებს”, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ
გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებისა ადგილი არ არის და ეს მეთოდები მიუღებელია.
“ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავამთავროთ. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ უკვე და საერთოდ, არჩევნებით მანიპულირება და არჩევნებში ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირი ჩართვა, დაშინება, სამსახურიდან გაგდებაზე არაფერს აღარ ვამბობ ხომ – არის უაღრესად მიუღებელი. ამას ემატება კიდევ ფული, ადმინისტრაციული რესურსი და ბევრი რამ. თუმცა ჩვენ ეს რეალობა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს