გიორგი გახარია – მოქალაქის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა იმაზე, ვინ ვის რა პროცენტს დაუწერს


ავტორი
Front News საქართველო
“მე ასეთ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ახლა ვიღაც მიდის, ვიღაც შეიძლება მოდის. ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების განწყობებს და მათ აღქმებს და მნიშვნელობა აქვს რა არჩევანს გააკეთებენ ისინი არჩევნების დროს“, – ასე პასუხობს გიორგი გახარია მედიის შეკითხვას, მიუთითებს თუ არა ოცნებიდან კანდიდატების გადინება “ქართული ოცნების” დაშლაზე.
“უკვე საარჩევნო კამპანიაში შევედით ფაქტიურად – ახლა კი არის აგვისტო, ეს ყველაფერი დაწყებულია. და ვინ რა რაკურსით იყენებს მსგავსს ნაბიჯებს, რთულია ანალიზისთვის. ახლა მთავარია, რომ მაქსიმალურად შეგვეძლოს კამპანიას ჩატარება ღია, თანაბარ, ტრანსფარენტულ პირობებში. მოქალაქის არჩევანზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა იმაზე, ვინ ვის რა პროცენტს დაუწერს ან ვინ შეაფასებს, რომ ვიღაც არის ერთადერთი ძალა“, – აცხადებს გიორგი გახარია.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს კახეთში იმყოფებოდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიას მიერ კახეთში ვიზიტსა და პარტიული ოფისების გახსნას დღეს თან ახლდა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიერ ადევნების, თვალთვალისა და მოსახლეობის დაშინების ფაქტები.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს