
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივი დუმილის ფონზე, ცხინვალის რეგიონის მიმდინარე დე ფაქტო ანექსიასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიზანმიმართული და თანმიმდევრული არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება.
"მივესალმებით ევროკავშირის პროაქტიულ ნაბიჯებს სირიასთან, რათა გაუქმდეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო აღიარება. საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივი დუმილის ფონზე, ცხინვალის რეგიონის მიმდინარე დე ფაქტო ანექსიასთან დაკავშირებით (ფაქტობრივად, რუსეთთან მიერთებაზე), ევროკავშირის მიზანმიმართული და თანმიმდევრული არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება. ევროკავშირის ამ ნაბიჯზე ცხინვალის რეჟიმის რეაქცია მის მნიშვნელოვანებას ადასტურებს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში ჩვენ გვერდით მტკიცედ დგომისთვის - განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მთავრობის ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გათვალისწინებით", - წერს გიორგი გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს