Logo

გიორგი გახარია - პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამხელს გეგმის დეტალებს

პოლიტიკა
123
Frontnews
გიორგი გახარია - პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამხელს გეგმის დეტალებს

მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება მას საშუალებას მისცემს, შექმნას მარიონეტული, „პროქსი“ პარტიები ყალბი პლურალიზმისთვის, მისი პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამხელს ამ გეგმის დეტალებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის „დანაშაულად“ გამოცხადებით და მტკიცებით, რომ ოპოზიციის აკრძალვა „ჯანსაღ კონკურენციას“ ქმნის, რეჟიმი და მისი პრორუსული “პროქსი” პარტიები საკუთარ ნამდვილ განზრახვას ამხელენ.

"მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება მას საშუალებას მისცემს, შექმნას მარიონეტული, „პროქსი“ პარტიები ყალბი პლურალიზმისთვის, მისი პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამხელს ამ გეგმის დეტალებს. პრორუსულმა მოძრაობამ „ნეიტრალური საქართველო“ ღიად განაცხადა: ამ ჯგუფების
პოლიტიკიდან ჩამოშორება აუცილებელი პირობაა ახალი პარტიების გაჩენისა და ისეთი პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა შესაძლებელი”. კონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის „დანაშაულად“ გამოცხადებით და მტკიცებით, რომ ოპოზიციის აკრძალვა „ჯანსაღ კონკურენციას“ ქმნის, რეჟიმი და მისი პრორუსული “პროქსი” პარტიები საკუთარ ნამდვილ განზრახვას ამხელენ: სრული კონტროლის დამყარებას პლურალიზმის ყალბი ნიღბის მიღმა”,-  წერს გიორგი გახარია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები