Logo

გიორგი გახარია – ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო დიდი ხნის წინ

პოლიტიკა
1539
Frontnews image description

ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა  პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მთავრობა ხალხს უნდა ელაპარაკებოდეს, ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო დიდი ხნის წინ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

 

“ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა საერთოდ დღეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მთავრობა ხალხს უნდა ელაპარაკებოდეს, ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო დიდი ხნის წინ, ეს გამოცდილება უკვე არსებობს – გლობალური პანდემიის  პირობებში შევძელით ესეთი დეფიციტი არ გაჩენილიყო, ხალხს უნდა ელაპარაკონ – არანაირი პრობლემა ამასთან არ უნდა იყოს წესით და რიგით. მიუხედავად იმისა, რომ.. წინასწარაც შემიძლია გითხრათ, რუსეთიდან და უკრაინიდან, საბაზისო პროდუქტების დიდი ნაწილის იმპორტი ხდება საქართველოში და ეს ყველაფერი უკვე – განსაზღვრული, დაგეგმილი, გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი მაინც არ შეეხოს ჩვენს რიგით მოქალაქეებს და არ მოუწიოთ ისედაც გაძვირებული ფასების გაორმაგება დეფიციტისგან   და ამ რიგებში დგომა, ეს არის რთული გადასაწყვეტი და მე ვფიქრობ მთავრობას შესწევს ამის ძალა – ეს გააკეთოს, დროულად თუ მიიღებენ ზომებს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები