
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან, ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად მოსყიდვის ფაქტებზეც ისაუბრა.
“ჩვენ ამ ფაქტებს ყველაფერს ვაფიქსირებთ, აღვრიცხავთ და ხდება ამ ფაქტების სტრუქტურირება. ჩვენ ეს – შეგვიძლია და კარგად ვიცით. მთავარი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის ის არის, რომ დღეს სამწუხაროდ რა მეთოდებითაც ხელისუფლება და ოცნების დღევანდელი ბოსები მოქმედებენ – ამ მეთოდებით ქვეყანას აბრუნებენ წარსულში – ქვეყანას უახლოებენ იმ წარსულს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეალობა იყო. სხვაობა ბევრი არაფერი არ არის. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და გულგასატეხი”, – აცხადეს გახარია
“განა გაკვირვებულია ვინმე ან ვინმეს ეშინია ამ მიყურადებების და განთავისუფლებების, ზეწოლების და მუქარების – არავის არაფრის არ ეშინია – უბრალოდ, სამწუხაროა! ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული პროგრესი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, არჩევნების ჩატარების მიმართულებით – ახლა როგორც იქცევიან, სისტემურად როგორც იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს – უბრალოდ ქვეყანას აბრუნებენ წარსულში. წინ კი არ მივდივართ, ქვეყანას ვაბრუნებთ წარსულში და წარსული იცით რა არის – ის ნაციონალური მოძრაობის შავ-ბნელი წარსული, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ, თვითონაც პროტესტი ჰქონდათ და რომლის წინააღმდეგ სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ცუდი! ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნება!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს