გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს მართავს

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს მართავს.
გიორგიმ გახარიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გეგა შენგელიასთან, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთან გიგა ფარულავასთან და პარტიის წევრთან მალხაზ თორიასთან ერთად სოფელ ცაიში, თხილის საწარმოს სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ ცაიში შპს „თხილისა და აგროკულტურების კომპანიმ“ 650 ჰექტარზე უკვე გააშენა ბიო თხილი, ხოლო მოცვის ბაღები 21 ჰექტარზე.
კომპანიამ თხილის პირველი მოსავალი წელს მიიღო. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 75 ადამიანი, სეზონზე დამატებით 150 ადგილობრივი მუშაობს.
თაგები:
გიორგი გახარია




