გიორგი გახარია – საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა


ავტორი
Front News საქართველო
პარტიის “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. გუშინ კი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო.
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი – გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს.
ჩვენი მოქალაქეების უფლებების რეალურ და ქმედით დაცვას მაშინ შევძლებთ, როცა სახელმწიფო ერთი პარტიის ან ერთი კაცის ინტერესებზე კი არ იზრუნებს, არამედ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – რიგით მოქალაქეებზე.
მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი.
მანამდე კი კორუფციისგან მოქალაქის დაცვა ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ ილუზიაა“, – აცხადებს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია

გიორგი გახარია – ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემები დღეს არის სტანდარტიზაცია და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვა და კონტროლი

გიორგი გახარია – ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში

ნანა კაკაბაძე – დღეს ადამიანის უფლებების აღქმა, ფორმით და შინაარსით, აცდენილია ფუნდამენტურსა და ძირითადს