გიორგი გახარიამ პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატები დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატები წარადგინა.
რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი იქნება, ბათუმი – ირაკლი მიქელაძე, ოზურგეთი – გია ცეცხლაძე, ლანჩხუთი – ელგუჯა კალანდარიშვილი, ჩოხატაური – პაატა ბერიშვილი, ქუთაისი – გიორგი გოგუაძე, ხარაგაული – ვარლამ (ტატო) თავრაზაშვილი, ზესტაფონი – ლაშა ცხადაძე, ბაღდათი – ლადო ვარძიელი, ჭიათურა – უსუფ ბიწაძე, ტყიბული – სანდრო სახვაძე, წყალტუბო – რუსუდან სილაგაძე, თელავი – გიგა ორკოდაშვილი, ყვარელი – გიორგი გიგილოშვილი, მცხეთა – ანა ბუჩუკური, თიანეთი – თამაზ იარაჯული, დუშეთი – თენგიზ ჟამოტაშვილი, ყაზბეგი – გიორგი გომიაშვილი, ამბროლაური – ფარნაოზ ბაკურაძე, ონი – იმედა მეშვილდიშვილი, ცაგერი – ბესარიონ ბენდელიანი, ლენტეხი – ჯამლათ გვიდიანი, ზუგდიდი – გეგა შენგელია, აბაშა – ავთანდილ ბოკუჩავა, სენაკი – გიორგი სიჭინავა, მარტვილი – ლაშა ლეკიშვილი, ხობი – ბადრი ჯობავა, წალენჯიხა – ხვიჩა მებონია, ჩხოროწყუ – შენგელი ჯიქია, ფოთი – გიორგი აბსარიძე, მესტია – მალხაზ უდესიანი, ახალციხე – გიორგი არველაძე, გორი – კონსტანტინე ანანიაშვილი, ქარელი – ვახტანგ გოგიჩაიშვილი, კასპი – გიორგი ბესტავაშვილი, ხაშური – ზვიად ტეფნაძე.
პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი თავად გიორგი გახარია იქნება.
თაგები:
გიორგი გახარია