
ავტორი
Front News საქართველო
გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება 1 თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება.
“მოგეხსენებათ, ძალიან მომატებულია ინფიცირებულების რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ტესტირებას გადის სწორი მონაცემები მიუთითოს თავისი ტელეფონის ნომრის სახით, რათა არ გართულდეს მასთან შემდგომი დაკავშირების პროცესი“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს