
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება.
“ანორექსიის და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლია. სამედიცინო მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, ეს გარემო არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია. სწორედ ეს არის აღნიშნული საერთაშორისო დასკვნაში, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება, მეორეჯერ გამოიწვიოს სომატური დარღვევები, არ აღდგება. იწონის 77 კილოს და 400 გრამს“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დღეს მოინახულეს.
თაგები:
გიორგი გრიგოლია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს