
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის კლინიკაში შევიდა.
როგორც მან მესამე პრეზიდენტის კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
“თუ ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მე არ მინდა ახლა ვილაპარაკო გადავადება იქნება თუ დროებითი რაღაცა. მე მგონია, რომ საქართველოს პირობებში, ჩვენ პირობებში, სადაც ის თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება ის სტრესი, რამაც გამოიწვია ეს დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი. მკურნალობის შედეგად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის შემოვიდა კლინიკაში”, – განაცხადა გრიგოლიამ.
თაგები:
გიორგი გრიგოლია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს