გიორგი გველესიანი - რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას?

ავტორი
Frontnews საქართველო
ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ, უმეტესობამ დაწერა, "ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, - ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.
"საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები და მხარდამჭერი განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელებში. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის ხელშეუვალი აქსიომა და მანტრა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ ბატონებო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა. დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს - არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ბუნებრივია, ეს ჩვენს პოლიტიკაში. და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი“, - განაცხადა გველესიანმა geoteam-თან ინტერვიუში.
თაგები:
გიორგი გველესიანი




