
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და თითოეული ქართველისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს არჩევა არის ისტორიული პასუხისმგებლობა და იმ დიდი სულიერი გზის გაგრძელება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა.
უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, თქვენი ლოცვით და შეწევნით, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას.
დარწმუნებული ვართ, ღირსეულად განაგრძობთ ილია მეორის დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომლის ეპოქა იქცა ეროვნული ერთობის, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ქართული იდენტობის დაცვის სიმბოლოდ.
ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს