გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდა ექიმებთან კომუნიკაცია და მათი პროფესიული განვითარების მხარდამჭერი საკითხების განხილვა იყო.
"ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ახალგაზრდების პროფესიული წარმატება, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ქვეყნის და აფხაზეთის სახელთან.
პროგრამის ფარგლებში მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღნიშნული მხარდაჭერით სარგებლობა და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
რეზიდენტურის დაფინანსების კომპონენტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება და ბენეფიციარებისთვის სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
2026 წელს პროგრამის ფარგლებში რეზიდენტურის 40-მდე სტუდენტის განაცხადი დაკმაყოფილდა.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




