
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა.
შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.
საუბარი შეეხო, ასევე, აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრების, მონასტრების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.
მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიო პატრიარქს წლების განმავლობაში დევნილი ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლიერება გამოხატა კუნძულ ქინალიადაზე გამართულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების მასპინძლობისთვის.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერით, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი ყოველწლიურად იმართება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს