
გიორგი ჯინჭარაძე გადაცემაში "დღის ქრონიკა"
ავტორი
Front News საქართველო
წინა ხელისუფლების პერიოდში, ძალადობრივად და მათი ნების საწინააღმდეგოდ ეს ადამიანები ავტობუსებით იქნენ გადაყვანილი ფოცხოეწერში და დღეს აგრძელებენ ამ მკაცრ პირობებში ცხოვრებას. შესაბამისად მათ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულია. ჩვენი ინიციატივით გადავწყვიტეთ, რომ მათ მიმართ გამოვხატოთ დახმარება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ და ყოველთვის ეს ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული მზრუნველობის ობიექტები.
ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა 200-მდე შეჭირვებულ, დევნილ ოჯახს საქართველოს მასშტაბით და ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით 2000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა წინასაახალწლოდ ნობათი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს