Logo

გიორგი ქადაგიძე - ერთადერთი ვწუხვარ იმაზე, რომ მხოლოდ რამდენიმე ათასის გადარიცხვა შევძელი და სხვა ვერანაირად ვერ დავეხმარე ამ ადამიანებს

პოლიტიკა
233
Frontnews image description

დაბარებული ვარ გამოკითხვაზე სასამართლოში ე.წ. პირბადეების ფონდების საქმეზე, ოფიციალური დასახელება არის საბოტაჟი და საბოტაჟის მცდელობა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან 10 ათასი ლარი გადარიცხა აქტივისტების დასახმარებლად.

"დაბარებული ვარ გამოკითხვაზე სასამართლოში ე.წ. პირბადეების ფონდების საქმეზე, ოფიციალური დასახელება არის საბოტაჟი და საბოტაჟის მცდელობა. ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, ჩვენს ქვეყანაში რომ არ ხდებოდეს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას რომ არ ეხებოდეს და ჩვენი მეგობრები რომ არ იყვნენ ციხეებში გამოგონილი მიზეზებით. 

ერთადერთი, რა შეხებაც მე ამ ფონდებთან მქონდა არის ის, რომ რამდენიმე ათასი ლარის გადარიცხვა განვახორციელე ნაწამები, ნაცემი ახალგაზრდების დასახმარებლად, მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად, ვინც იბრძვის და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს ევროპული კურსიდან გადახვევის გამო. ერთადერთი ვწუხვარ იმაზე, რომ მხოლოდ რამდენიმე ათასის გადარიცხვა შევძელი და სხვა, ვერც რაოდენობრივად და ვერც ვერანაირად ვერ დავეხმარე ამ ადამიანებს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

Advertisement