Logo

გიორგი ქადაგიძე - ყველა, ვინც მონაწილეობდა ჩვენი შვილების ცემასა და მოწამვლაში, აღმოჩნდება თავისუფალი სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულთა სკამზე

პოლიტიკა
118
Frontnews image description

ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩვენი შვილების ცემასა და მოწამვლაში, აღმოჩნდება თავისუფალი სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულთა სკამზე, -  ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველა აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი.

"ქართული ოცნება" არის კეთროვანი. დღეს დასავლურ სამყაროში არავინ "ქართულ ოცნებას"  ხელს არ ართმევს, ყველამ იცის, რომ ისინი არიან რუსეთის გაგრძელება და არიან რუსეთის მხარეს  უკრაინის ომში. 

ისტორიას არ ახსოვს მსგავსი სხვა შემთხვევა. ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩვენი შვილების ცემასა და მოწამვლაში, აღმოჩნდება თავისუფალი სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულთა სკამზე. ამაში ორი აზრი არ არსებობს, შეუძლებელია, სხვანაირად მოხდეს. ეს რეჟიმიც, როგორც სხვა სასტიკი რეჟიმები, ამთავრებენ თავის ეპოპეას. ესენი ყველა დაისჯებიან და ზუსტად იმავე ამბის მოწმეები ვიყავით, როგორც ბატონი ღარიბაშვილი რომ სასამართლოში მიიყვანეს და მის მხარდასაჭერად ერთი კაციც რომ არ მივიდა - ასე ისხდებიან ეს ადამიანები ბრალდებულის სკამზე, სადაც მოუწევთ, დაამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა საქართველოს ისტორიის წინაშე იმიტომ, რომ რასაც ეს ხალხი აკეთებს ჩვენი შვილების, მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე, ეს არის შეუძლებელი ამბავი. ერთმა კაცმა თქვა, რომ "საქართველოს სახელმწიფო გაუქმებულია და მე ვარ ამ ქვეყნის ფაშა და მესაუბრეთ, როგორც ფაშას, მოვწამლავ, ვცემ, კორუფციაში ჩავეფლობი, მაგრამ მე მქვია ამ ტერიტორიის მბრძანებელიო". შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ასე გაგრძელდეს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

Advertisement